ბაკაშვილის ქვევრის ღვინო

ღვინო ხელოვნებაა, ხელოვანი ადამიანი ამაყობს მისი შემოქმედებით ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღვინით, რომელიც თქვენს სასმისში მოხვედრამდე დიდ გზას გადის და ყველა საფეხურზე, ჩვენ სულს ვდებთ ღვინის შექმნაში.

ყველაფერი, 8000 წლის წინ დაიწყო რა დროსაც საქართველოში გაჩნდა და ჩამოყალიბდა მეღვინეობის კერები და ჩაეფლო პირველი ქვევრები. ბაკაშვილების ოჯახი სწორედ ამ რვა ათასწლოვანი ტრადიციის გამგრძელებლად მიიჩნევს თავს. ჩვენ ყოველთვის მოგვქონდა თავი ჩვენი ღვინით, რომლითაც ვუმასპინძლდებოდით სტუმარსა და მოყვარეს. ღვინის შექმნის საიდუმლოებები, ვენახთან და მარანთან ერთად მამიდან შვილზე გადადიოდა მრავალი თაობის მანძილზე – ამიტომა რომ ჩვენთვის ღვინოს უფრო მეტი მნიშვნელობა გააჩნია ვიდრე უბრალოდ სასმელს. ასევე, გადადიოდა ვენახის მოვლის ტრადიციაც- დღემდე ვენახის შესაწამლად და სასუქად გამოიყენება მხლოდ ბუნებრივი კომპონენტები შხამებისა და ქიმიკატების ნაცვლად, ამრიგად ვაზი და ღვინო სრულიად თავისუფალია მავნე მინარევებისგან.

უნიკალურია, ასევე ჩვენი ვენახების მდებარეობა: სიღნაღის რაინის სოფელი საქობო, განეკუთვნება ტიბაანის ზონას, რომელიც განთქმულია თავისი ვენახებით და უმაღლესი ხარისხის ყურძნით. მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ტიბაანი” მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის რაიონის ჩრდილო განედის 41035′ და აღმოსავლეთ გრძედის 46000′ კოორდინატებზე. სავენახედ ვარგისი ფართობის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 350-დან 550 მეტრს უდრის. კახეთის სხვა ზონებთან შედარებით ნაკლები ნალექიანობის გამო, ჩვენი ყურძენი ხასიათდება უფრო მაღალი შაქრიანობით, ასევე იშვიათია სეტყვაც.

ჩვენი ღვინო ყენდება მხოლოდ უძველესი, ქართული ტექნოლოგიის მიხედვით: ქვევრში და თავისივე ჭაჭაზე დადუღებით, ასევე ღვინო დუღილის დასრულების შემდგომ გარკვეულ დროს ყოვნდება ჭაჭაზე, რაც ხელს უწყობს სრულყოფილ ფერმენტაციას და აყალიბებს ღვინის გემობრივ თვისებებს.

ქვევრი – არა მხოლოდ ტრადიცია და გამორჩეული გემოა, ქვევრის ღვინო უდიდეს შრომასაც მოითხოვს. ღვინის დაყენებამდე, ისე როგორც ქვევრიდან მისი ამოღების შემდგომ, საჭიროა ქვევრი გაირეცხოს და გასუფთავდეს, რათა ახალი ღვინის ფერმენტაცია და დუღილი მიმდინარეობდეს ჯანსაღ გარემოში.

ჩვენ გვწამს, რომ ქართული ღვინის გამორჩეულობა და წარმატების წყარო, სწორედ რომ ხარისხში და ტრადიციებშია! ამიტომ ჩვენ ვქმნით ჩვენს ღვინოს ტრადიციებისა და ხარისხის სრული დაცვით, შედეგად კი, ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ღვინოს, ჩვენ ვქმნით განწყობას და სიამოვნებას.