9 მიზეზი თუ რატომ უნდა ვეწვიოთ გურიას

  1. მცირე ზომების მიუხედავად, გურია დაიკვეხნის მრავალფეროვანი და განსხავებული ბუნებით. აქ შეხვდებით მთასაც, მდინარეების ულამნაზეს ჭალებსაც  და ზღვის გასაოცარ სანაპიროს უნიკალური მაგნიტური ქვიშით.
  2. გურიის მთავარ სიმდიდრეს მისი ხალხი წარმაოდგენს, ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიტებს გურულებს: “სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები ნიჭიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ”.
  3. გურია ისეთი გამოჩენილი ადამიანების სამშობლოა როგორებიც არიან ნოდარ დუმბაძე, ნოე ჟორდანია, ფილიფე მახარაძე, ედუარდ შევარდნაძე, ანა კალანდაძე, ეგნატე ნინოშვილი, გერონტი ქიქოძე, აკაკი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ბორის პაიჭაძე, დიმიტრი შევარდნაძე, ალექსი შეწირული და მრვალი სხვა!
  4. გურულების ნიჭი, შორს გასცდა არა მხოლოდ გურიის, არამედ საქართველოს საზღვრებსაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, როდესაც გურული მოჯირითეები მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows). სულ 150-მდე მოჯირითეს შორის ამაყად გვევლინება სამი გურული ქალბატონი: ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები.
  5. გურულიები სხვა ყველაფერთან ერთად განთქმულები არიან თავისი იუმორის გრძნობით, გურული იუმორი მწარე და პირდაპირია, მაგრამ ამავდროულად ხალასი და უბოროტო.
  6. გამორჩეულია გურული სიმღერა: თუ დანარჩენ საქართველოში 3 ხმაში იმღერება გურიაში 4 ხმაში მღერიან. ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გურული სიმღერებისთვისაა დამახასითებელი.
  7. გურიში ყველაფერი უნიკალური და გამრჩეულია, მათ შორის ვაზიც: ჩხავერის ჯიშის ვაზიდან, რომელიც შავი ფერისაა, მიიღება ამავე სახელწოდების თეთრი ღვინო.
  8. გურია ყველაფერთან ერთად სპორტული მხარეა: გურულები ამაყობენ როგორც დოღით ასევე უნიკალური ლელობურთით, რომელიც თანამედროვე რაგბის წინაპრად მიიჩნევა.
  9. მხოლოდ გურიში სტუმარს მიმართავენ ასე: “უკვე ჩამოი ნენა? როის მიხვალ?”