Not a Blog-ში ჯორჯ მარტინმა თავდაპირველად გამოაქვეყნა და შემდეგ მოულოდნელად დამალა უკვე დიდი ხნის წინ დაპირებული პოსტი „დრაკონების სახლის“ მეორე სეზონის პრობლემებზე. ჯორჯ მარტინი სახელგანთქმული მწერალია. ასე რომ, მისი ნებისმიერი პოსტი მალევე ხდება განხილვის საგანი.

 ჩვენ, რა თქმა უნდა, თითქმის სრულად ვთარგმნეთ ეს ტექსტი, მაგრამ ბუბონიკონის სტუმრების („მარტინმა თქვა, რომ პირველი სეზონი შესანიშნავი იყო, ხოლო მეორე სეზონზე ბლოგში დაწერს“) და განსაკუთრებით თვითონ მწერლის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების შემდეგ, უფრო მეტს ველოდით:

[ეს იყო] საშინელი წელი, სავსე შფოთვით, ბრაზით, კამათითა და წარუმატებლობით. <..> გამგზავრებამდე ნერვიულობის ზღვარზე ვიყავი და სერიოზულად ვფიქრობდი ყველაფრის გაუქმებაზე. <..> მაგრამ უკეთ გავხდი, როგორც კი თვითმფრინავი ბელფასტში დაეშვა, სადაც ეშფორდის მდელო მოვინახულეთ და ტურნირი ვნახეთ. <..> ვეღარ ვითმენ, რომ ყველა ჩვენს თავგადასავალზე გიამბოთ, თუმცა ამისთვის დრო დამჭირდება. <..> ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე მოუთმენლობით ველი ყველაფრის დაწერას, რაც არასწორად წარიმართა „დრაკონების სახლთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს საჭიროა, და მე ამას გავაკეთებ. უბრალოთ დღეს არა.

 მწერლის კრიტიკული პუბლიკაციის მთავარი სათქმელი მოკლედ რომ შევაფასოთ ის წუხს, რომ რაიან კონდალი მასთან კონსულტაციას გადის და რაღაცებს პირდება, მაგრამ შემდეგ ცვლილებებს ისეთ მასშტაბებამდე მიიყვანს, რომ ისინი სიუჟეტს საფრთხეს უქმნის. 

ვვარაუდობთ, რომ მწერალი უკვე გაეცნო მესამე სეზონის სცენარს, რომლის წარმოებაც ოქტომბრის ბოლოს დაიწყება (გადაღებები — იანვარში), და როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა. 

ნუთუ ამისთვის სპეციალურად ჩავიდა ლონდონში სცენარისტებთან შესახვედრად გასულ წელს? შესაძლოა, სწორედ ამიტომ ამჯერად გადაწყვიტა ამაზე დრო არ დაეხარჯა.

ჯორჯ მარტინი თავის ბლოგში ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე, რომლებზეც პასუხისმგებელია მხოლოდ შოუ-რანერი, მაგრამ არაფერს წერს ბევრად უფრო სერიოზულ ნარატიულ პრობლემებზე, რომლებიც, მათ შორის, წარმოიშვა HBO-ს მიერ სერიალის შემცირებული ფორმატით გადაღების გადაწყვეტილების შედეგად, სცენარისტთა გაფიცვის გამო. 

მიიჩნევა, რომ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მეორე სეზონის მნიშვნელოვანი სცენები, იქნება ეს ერთი (რეინირას კორონაცია ფინალში) თუ ორი (დამატებით გლოტკის ბრძოლა), ამოღებულია. 

შესაძლოა, ეს პოსტი მხოლოდ პირველი იყოს მთელ სერიაში? ან წარმოადგენს ის კამპანიის ნაწილს, რათა გადაიხედოს მარტინის სტატუსი მასთან დაკავშირებული სერიალების წარმოებაში? (თუ არა უფლებების გაზრდის მცდელობა, მინიმუმ მცდელობაა მოიხსნას მასზე დაკისრებული ვალდებულებების ნაწილი, რაც HBO-სთან შეთანხმებაში შედის?)

გაუგებარია, რატომ დამალა ჯორჯ მარტინმა ან მისმა ასისტენტებმა ეს ჩანაწერი გამოქვეყნებიდან ნახევარი საათის შემდეგ. ჯორჯ მარტინი და მისი შეხედულებები ფრიად საინტერესოა. პოსტი რატომ წაშალა?

შესაძლოა, გაბედულად დაწერილი ტექსტი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებად ჩაითვალოს… თუმცა თავად განსაჯეთ:

ფრთხილად იყავით პეპლებთან!

ივლისში ვთქვი, რომ დეტალურად გამოვთქვამდი აზრს „სისხლსა და ყველზე“ და „არარსებულ მაილორზე“, როდესაც „დრაკონების სახლის“ მეორე სეზონის პირველ ორ სერიას ვნახავდი.

სერიები შესანიშნავი იყო: კარგად დაწერილი, კარგად გადაღებული, შესანიშნავად შესრულებული. 

სეზონიც შესანიშნავად დაიწყო, ფანებიც და კრიტიკოსებიც ერთხმად თანხმდებიან ამაზე. თუმცა იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია: სცენა სისხლით, ყველით და პრინცი ჯეიჰერისის სიკვდილით. 

ინტერნეტში, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: „ცეცხლისა და სისხლის“ მკითხველებს ეს ეპიზოდი იმედგაცრუებად ეჩვენათ, შედარებით სუსტი იყო იმასთან შედარებით, რასაც ისინი ელოდნენ მაშინ როდესაც იმ მაყურებლებს ვისაც წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, მსგავსი პრობლემები არ ჰქონდათ — მათ ეპიზოდი თავზარდამცემი, ტრაგიკული და საშინელი მოეჩვენათ. ზოგიერთმა თქვა, რომ იტირა. მე ორივე ჯგუფს ვეთანხმები. 

ჩემს წიგნში ეიგონსა და ჰელენას სამი შვილი ჰყავთ, და არა ორი. ტყუპები, ჯეიჰერისი და ჯეიჰერა, ექვსის არიან და მათ ჰყავთ ორი წლის ძმა მეილორი.

როდესაც სისხლი და ყველი ჰელენასთან ბავშვებთან ერთად შედიან, ისინი აცხადებენ, რომ მოვიდნენ პრინც ლუცერის სიკვდილისთვის სამაგიეროს გადასახდელად: „შვილი შვილზე.“ და რადგან ჰელენას ორი ვაჟი ჰყავს, ისინი მას აიძულებენ, აირჩიოს, რომელს მოკლავენ.

ჰელენა ითხოვს, რომ ის მოკლან ბავშვების ნაცვლად, მაგრამ მკვლელები შეუვალნი არიან: ეს უნდა იყოს ვაჟი. და თუ ის უარს იტყვის არჩევაზე, ისინი სამივე ბავშვს მოკლავენ.

ტყუპების სიცოცხლის გადასარჩენად, ჰელენა მეილორზე მიუთითებს. თუმცა ამის შემდეგ, სისხლი კლავს უფროს ვაჟს, ჯეიჰერისს, ხოლო ყველი უმცროსს უხსნის, რომ დედამ ის სიკვდილს მიუძღვნა. (სრულად დარწმუნებული არ ვართ, რომ ბავშვს ამ ასაკში შეუძლია ამ სიტყვების და მომხდარის გაგება.)

ცვლილებები სცენარში

სერიალში ეს სცენა სხვანაირად გადაიღეს. „დრაკონების სახლში“ მეილორი არ არის, მხოლოდ ტყუპებია, რომლებიც ექვს წელზე ახალგაზრდებად გამოიყურებიან. სისხლს არ შეუძლია გაარკვიოს, რომელი ტყუპი არის ბიჭი, ამიტომ ჰელენას აიძულებენ მიუთითოს ვაჟზე. (სინამდვილეში უფრო გონივრული იქნებოდა, უბრალოთ მათ ღამის პერანგში ჩაეხედათ, დედის დახმარების გარეშე.)

ჰელენა არ სთავაზობს საკუთარ სიცოცხლეს ვაჟის სიცოცხლის სანაცვლოდ, არამედ ცდილობს სისხლი და ყველი ყელსაბამით დააინტერესოს. ისინი უარს ამბობენ, და სისხლი ჯეიჰერისს თავს აჭრის, თუმცა ეს არ ჩანს — მხოლოდ ისმის. (წიგნში ის ბავშვს თავს მახვილით აჭრის.) 

ეს, რა თქმა უნდა, სისხლიანი და სასტიკი სცენაა: უდანაშაულო ჩვილს დაუნდობლად კლავენ დედამისის თვალწინ.

თუმცა მაინც მგონია, რომ წიგნში ეს სცენა უფრო შთამბეჭდავი იყო, ამაში მკითხველები მართლები არიან. მკვლელები წიგნში უფრო სასტიკად მოქმედებენ.

 მსახიობები, რომლებიც მათ როლებს ასრულებენ, კარგად თამაშობენ, მაგრამ წიგნის გმირები უფრო უგულოები და შემზარავები არიან. სერიალში სისხლი ოქროს ფარების ერთ-ერთი წევრია. 

წიგნში ის ყოფილი ოქროს ფარია, ჩამოქვეითებული იმის გამო, რომ ქალი სასიკვდილოდ სცემა. წიგნის სისხლი მართლაც სიამოვნებას იღებს, როდესაც ქალს აიძულებს აირჩიოს, რომელ შვილს მოკლავენ, მით უმეტეს, თუ შემდეგ მოკლავენ იმას, ვის გადარჩენასაც დედა ცდილობდა. წიგნის ყველი კიდევ უფრო ცუდი პიროვნებაა: დიახ, ის თავის ძაღლს არ ურტყამს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძაღლი არ ჰყავს, თუმცა სწორედ ის უხსნის მეილორს, რომ დედამისი მას დასასჯელად ირჩევდა. 

დავამატებ, რომ წიგნში ჰელენა უფრო დიდ სიმამაცეს და ნებისყოფას ავლენს, როცა თავისი სიცოცხლე შვილების სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობს. ძვირფასეულობის შეთავაზება ამის ნაცვლად – ეს სრულიად განსხვავებული ამბავია.

სწორედ ეს „სოფის არჩევანი“ იყო სცენის კულმინაციური მომენტი, ყველაზე შემზარავი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მომენტი დავკარგე. და კომენტარების მიხედვით, ქსელში ბევრი ფანი ასევე ფიქრობდა.

რა თქვა რაიან კონდალმა გეგმების შესახებ?

ჯორჯ მარტინი ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო თავის პოსტში.

როდესაც რაიან კონდალმა პირველად მითხრა ამ გეგმების შესახებ, ათასი წლის წინ (ალბათ 2022-ში), ამავე არგუმენტებით ვეწინააღმდეგებოდი. მაგრამ კამათი დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ძალიან ცხელი იყო: ვთვლიდი, რომ სცენა უფრო სუსტი გამოვიდოდა, მაგრამ არა საგრძნობლად. 

რაიანი კი თავის გეგმებს პრაქტიკული მოსაზრებებით ხსნიდა: კიდევ ერთი ბავშვის დამატება, მით უმეტეს, ჩვილის, გადაღებებს შეაფერხებდა, და ბიუჯეტიც შეზღუდული იყო. ბიუჯეტის შეზღუდვები უკვე მოქმედებდა „დრაკონების სახლზე“, ამიტომ ეკონომიის გათვალისწინება აქტუალური იყო. 

გარდა ამისა, რაიანმა დამარწმუნა, რომ პრინც მეილორს სერიალიდან არ აცილებენ — უბრალოთ მის გამოჩენას აყოვნებენ. ჰელენა ჯერ კიდევ შეძლებდა მის დაბადებას მესამე სეზონში, მეორე სეზონის მიმდინარეობისას დაფეხმძიმებით. ეს საკმაოდ გონივრულად ჟღერდა, ამიტომ აღარ შევეწინააღმდეგე და ამ ცვლილებაზე დავთანხმდი.

და მე ჯერ კიდევ მომწონს როგორც პირველი სერია, ასევე კონკრეტული ეპიზოდი სისხლით და ყველით. 

ჰელენას „არჩევანის“ გამოტოვებამ სცენა დაასუსტა, მაგრამ არა საგრძნობლად. განსხვავება მხოლოდ ჩემი წიგნების მკითხველებმა შეამჩნიეს, დანარჩენი მაყურებლისთვის ეს სცენა გულს მაინც აგლეჯდა. 

საბოლოოდ, თავად მეილორი ამ სცენაში არაფერს აკეთებდა, ის ხომ მხოლოდ ორ წლის ბავშვი იყო. მაგრამ უმცროსი პრინცის არარსებობამ სხვა შედეგებიც გამოიწვია. დროთა განმავლობაში გადაწყდა, რომ მეილორი არ გამოჩნდებოდა მესამე სეზონამდე და საერთოდ არ გამოჩნდებოდა სერიალში.

რა კავშირია სერიალის ბიუჯეტსა და სცენარში შეტანილ ცვლილებებს შორის?

ორიოდე წლის მეილორი, როგორც ის პეპელა ბრედბერის მოთხრობიდან, რომელმაც სახელწოდება „ეფექტი“ მისცა, სიუჟეტის შემდგომი მოვლენების მსვლელობაზე თავისი ასაკისთვის შეუსაბამო გავლენას ახდენს. ჩემი წიგნების მკითხველებს ახსოვთ, რომ სანამ რეინირა დედაქალაქს დაიპყრობდა, დედოფალმა ალისენტმა ჰელენას შვილების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ისინი რაინდების ესკორტით ქალაქიდან გაგზავნა. სერ უილის ფელმა ჯეიჰერა უნდა მიეყვანა ბარათეონებთან შტორმის ბოლოში, ხოლო სერ რიკარდ თორნს მეილორი მანდერის გადაღმა, ჰაიტაუერების ჯარისკაცებთან უნდა გადაეყვანა. სერ უილის ფელმა თავისი მისია წარმატებით შეასრულა, თუმცა სერ რიკარდს ნაკლებად გაუმართლა.

 ის მეილორთან ერთად მივიდა მანდერის ხიდზე, მაგრამ იქ, „ტახის თავში“ მდებარე სასტუმროში, ის როგორც სამეფო გვარდიის რაინდი ამოიცნეს. სერ რიკარდმა მამაცურად იბრძოლა თავისი პატარა მფარველის დასაცავად, მაგრამ მანდერის ხიდის გადალახვა ვერ შეძლო — ის მშვილდ-ისრებით იქნა განგმირული.

 ბრბომ ხელიდან გამოგლიჯა პრინცი მეილორი და ბავშვი ნაკუწეპად აქცია, ცდილობდნენ რა მის ხელში ჩაგდებას და რეინირას დაპირებული ჯილდოს მიღებას.

ამ ყველაფერს სერიალში აჩვენებენ? შეიძლება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. პეპლები ხელს გვიშლიან. მაგალითად, შეიძლება სერ რიკარდს არა მეილორის, არამედ ჯეიჰერას დაცვა დაევალოს, მაგრამ მას ვერ მოკლავენ, რადგან მან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეიგონის მემკვიდრემ.

მეილორის სწრაფად ჩართვა სიუჟეტში, თუნდაც ახალშობილის სახით, უკვე შეუძლებელია მოვლენების ქრონოლოგიის გამო, რომელთანაც ისედაც პრობლემები გვაქვს. 

წარმოდგენა არ მაქვს, რაიანს როგორ ჰქონდა ეს ჩაფიქრებული, თუ საერთოდ ჰქონდა რაიმე გეგმა, მაგრამ მეილორის არარსებობის შემდეგ მეორე სეზონში ყველაზე მარტივი გზა იქნება მისი სიუჟეტიდან სრულად ამოღება, ისევე როგორც რიკარდ თორნის მისიის (ან თორნის გაგზავნა ჯეიჰერას დასაცავად ფელთან ერთად). 

რაც ვიცი, რაიანი ახლა სწორედ ამ გზით მიდის. ეს მართლაც უფრო მარტივი და გასაგებია ბიუჯეტისა და გადაღებების განრიგის თვალსაზრისით. მაგრამ მარტივი — ყოველთვის უკეთესი არ არის. გორიკი ხიდის სცენა ქმნის კონფლიქტს და დაძაბულობას, აჩვენებს ბრძოლას და სისხლისღვრას, გმირობის გამოვლენისა და უზარმაზარი ტრაგედიის დაპირებას. 

რიკარდ თორნის პერსონაჟი

ჯორჯ მარტინი პოსტში ასევე შეეხო რიკარდ თორნის ამბავს.

თავად რიკარდ თორნი მაქსიმუმ მესამე ხარისხოვანი პერსონაჟია და მაყურებელი რომელსაც წიგნი არ წაუკითხავს, მის არარსებობას ვერც კი შეამჩნევს, რადგან მათ მისს არსებობასის შესახებ არ იცოდნენ. მაგრამ ჩემთვის ძვირფასია ეს მოკლე წამი, როდესაც მან თავი გმირად წარმოაჩინა, გამოავლინა სიმამაცე და სამეფო გვარდიელების ერთგულება, მიუხედავად იმისა, შავები იყვნენ ისინი თუ მწვანეები.

თუმცა პეპლები ჯერ არ გვანებებენ თავს. წიგნში პრინცი მეილორის საშინელი სიკვდილის ამბავი, როგორც ჩანს, ბოლო წვეთი გახდა, რამაც დედოფალი ჰელენა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 

მას ძლივს შეეძლო შვილისთვის თვალის გასწორება მას შემდეგ, რაც „სოფის არჩევანში“ მის დასასჯელად მიუთითა. და ახლა ის მართლა გარდაიცვალა, ეს სიტყვები ახდა, და დედამისი ვეღარ შეძლებს ამ მწუხარებისა და დანაშაულის სიმძიმის ატანას. რაიანის სიუჟეტურ გეგმაში ჰელენა მესამე სეზონში ასევე თავს იკლავს… მაგრამ ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე. მის ცხოვრებაში ამ მომენტში არ ხდება ახალი ტრაგედიები, არ ხდება არცერთი საშინელი მოვლენა, რასაც შეეძლო ამ გადაწყვეტილებამდე მიეყვანა ახალგაზრდა დედოფალი.

და ამის შემდეგ, პეპლები საბოლოო დარტყმას ახდენენ. დედოფალი ჰელენა, საყვარელი და თბილი, რეინირასგან განსხვავებით ძალიან უყვარდა ხალხს. ამიტომ, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ ჰელენა თავს არ მოიკლავდა, არამედ რეინირას ბრძანებით მოკლეს, ხალხმა ადვილად დაიჯერა ეს. „იმ ღამეს დედაქალაქში სისხლიანი აჯანყება დაიწყო.“ 

ეს მოვლენები რეინირას მმართველობის დასასრულს უქადდა ქალაქზე, გამოიწვია ხალხმრავალი ამბოხი, პასტორის მქადაგებლების აღშფოთება და დრაკონის ლოგოვის შტურმი. რეინირა იძულებული გახდა, გაქცეულიყო ქალაქიდან და თავშესაფარი ეძია დრაკონის ქვაზე… სადაც თავისი სიკვდილი იპოვა.

თავად მეილორი არც ისე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ის პატარა ბავშვია, მას წიგნში არც ერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი, ის არაფერს აკეთებს — უბრალოთ იღუპება, მაგრამ გარემოებებიც გასათვალისწინებელია. 

მეილორის დაკარგვა მხოლოდ ამსუბუქებს სისხლისა და ყველის სცენას, მაგრამ ასევე იწვევს გორიკი ხიდის ეპიზოდის დაკარგვას თავისი ტრაგიზმით და გმირობით, ართმევს ჰელენას თვითმკვლელობის მოტივს, რის შემდეგაც ათასობით ქალაქელი გამოვიდა ქუჩებში, მოითხოვეს მათი დედოფლის მკვლელებისთვის სამაგიეროს გადახდა. 

ალბად, ეს არ არის კრიტიკული დანაკარგი. მაგრამ ყველა ეს ეპიზოდი საერთო ისტორიაზე მუშაობდა, აერთიანებდა სიუჟეტურ ხაზებს, და ამ ყველაფერს მეტი სტრუქტურას და დამაჯერებლობას სძენდა.

შეჯამება

ჯორჯ მარტინი და მისი პოსტი განხილვის საგნად იქცა სერიალის მოყვარულებს შორის. პოსტის ბოლო ნაწილიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

რას შესთავაზებს სერიალი ფანებს ამ ყველა „გასრესილი პეპლების“ ნაცვლად? არ ვიცი. არ მახსოვს, გამოგვექვეყნებინა ეს, როდესაც პირველად მითხრა, რომ ეიგონის მეორე ვაჟის როლს გვერდზე გადაწევდა. თავად მეილორი არც ისე მნიშვნელოვანია… მაგრამ თუ მისი არარსებობის გამო ჩვენთან ერთად ვკარგავთ მწარე ხიდს, ჰელენას თვითმკვლელობას და აჯანყებას — ეს დიდი დანაკარგია.

და წინ უფრო დიდი და ტოქსიკური პეპლები გველოდება, თუ „დრაკონების სახლი“ განახორციელებს ზოგიერთ ცვლილებას, რომლებიც მესამე და მეოთხე სეზონისთვის არის დაგეგმილი. ჯორჯ მარტინი თავის ბლოგში ბევრ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს შეეხო.