საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდასხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სახელი გაითქვა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაბადებული ფეხბურთელი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ლიონში“ თამაშობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი მიქაუტაძე დაიბადა და გაიზარდა ლიონში, სადაც დაიწყო კიდეც თავისი საფეხბურთო კარიერა. 

მისი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან, რამაც განაპირობა მისი კავშირი საქართველოსთან და მოგვიანებით საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი.

როგორ ვითარდებოდა გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო კარიერა?

გიორგიმ საფეხბურთო კარიერა დაიწყო „ლიონის“ ახალგაზრდულ გუნდში, სადაც 2008-2015 წლებში თამაშობდა.

2016 წელს შეუერთდა „მეცის“ ახალგაზრდულ გუნდს. 2019 წელს „მეცის“ ძირითად გუნდში დაწინაურდა. გიორგიმ გარკვეული დრო სხvა გუნდიც გაატარა. ის განათხორებული იყო ბელგიურ გუნდშიც, სადაც მან თავის გამოჩენა მოახერხა.  

2020 წელს გიორგი მიქაუტაძე იჯარით გადავიდა ბელგიურ „სერენის“ გუნდში, სადაც მისი კარიერა წინ წავიდა. ბელგიაში გიორგიმ ნამდვილი წარმატება მოიპოვა, როდესაც მან 2020-2021 სეზონში 19 გოლი გაიტანა. 

ეს შედეგი შეუდარებელი იყო და „სერენის“ გულშემატკივრებისთვის ის საყვარელ ფეხბურთელად იქცა. მისი თამაში და გოლის ალღო, განსაკუთრებით ბელგიის ლიგაში, ფეხბურთის სამყაროში ხმამაღლა იქნა აღნიშნული და გიორგიმ პროფესიონალი ფეხბურთელის სახელი კიდევ უფრო გაიმაგრა.

გიორგი მეცის ღირსებას  2023 წლის შემოდგომამდე იცავდა, სადაც 42 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

2023 წლის აგვისტოში გიორგი გადავიდა ამსტერდამის „აიაქსში“. კონტრაქტის პირობების მიხედვით გიორგი გუნდში 2028 წლის ივლისამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. 

თუმცა, 2024 წლის იანვარში გიორგი მიქაუტაძე იჯარით დაბრუნდა „მეცში“, სადაც სეზონის ბოლომდე ითამაშა. ამა წლის ივლისში გიორგი შეუერთდა „ლიონს“, სადაც ამჟამად თამაშობს.

ეროვნული ნაკრები და გიორგი მიქაუტაძე

ნაკრების მთავარი მწვრთნელ ვილი სანიოლს გიორგის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია. ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილი სიხარული როგორც გიორგისთვის, ასევე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რადგან ასეთი ნიჭიერი თავდამსხმელი გუნდისთვის დიდი შენაძენი იყო. 

გიორგის ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. მისი ბავშვობის ოცნება 2021 წლის 25 მარტს ახდა. გიორგიმ პირველი თამაში შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარა. 

მას შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე გახდა. 

დღევანდელი მდგომარეობით მას 14 გოლი აქვს გატანილი. გიორგის ასაკიდან გამომდინარე შანსი აქვს გახდეს საქართველოს ნაკრების საუკეთესო თავდასხმელი. ამჟამად, ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი შოთა არველაძეს აქვს გატანილი. 

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე გიორგიმ გაიტანა. მან ეს პირველივე თამაშის დროს მოახერხა, როდესაც თურქეთის ნაკრებს გაუტანა. 

გიორგი მიქაუტაძე და მისი სათამაშო სტილი

გიორგი მიქაუტაძე გამოირჩევა თავისი შეტევითი უნარებით და ტექნიკით. მისი სისწრაფე და ბურთის ფლობის უნარი მას საშუალებას აძლევს გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს.

მიქაუტაძის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი პოზიციური თამაშია. ის ხშირად ახერხებს შეტევისთვის საუკეთესო პოზიციების შერჩევას, რაც მას გოლის გატანისთვის კარგ შანსებს აძლევს.

მიღწევები და პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის კარიერა არც თუ ისე დიდი ხნის დაიწყო, მან უკვე მოიპოვა დიდი აღიარება როგორც საფრანგეთსა და ბელგიაში, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მაგალითად, 2020-2021 წლის სეზონში მიქაუტაძე „სერენს“ უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. 

მიქაუტაძის კარიერი კიდევ დიდ ხანს გასტანს. ასე რომ, მას თავისუფლად შეუძლია არა ერთი ტიტულის თუ ჯილდოს მოგება, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე. გიორგის მიზანია საკუთარი ქვეყნის სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა.

დასკვნა

გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი შრომისმოყვარეობით და ნიჭით აღიარება მოიპოვა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოშიც. მისი კარიერა გვიჩვენებს, რომ მოთამაშის ნიჭსა და შრომისმოყვარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.