გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. გიორგის პირადი ცხოვრება მედიის ხანხილვის საგანიც ხშირად ხდება ხოლმე. ასე მოხდა 2023 წელსაც, როდესაც ცნობილი გახდა რომ გიორგი ყიფშიძე თავის ცოლს, ენი გასიევას დაშორდა.
მაშინ გიორგის მეუღლის შესახებ ატეხილ სკანდალს, გიორგის და გამოეხმაურა. ლენუკა ყიფშიძემ იმ ვიდეოზე გააკეთა კომენტარი, სადაც ენი ფიგურირებს. აი, რა განაცხადა ლენუკამ:
„ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია. სახალხოდ ვაცხადებ, გთხოვთ, ამ ვიდეოზე მე ნუ მწერთ. ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, აშკარად გიჭირთ პირად ცხოვრებაში,“ – აღნიშნა ლენუკამ.
საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია Open Air-ზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც მსახიობის ყოფილი მეუღლე სხვა მამაკაცებს ეფლირტავება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა 2019 წელს დაქორწინდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ, თუმცა მათი ოჯახური ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა.
ვინ არის გიორგი ყიფშიძის მამა?
გიორგი ცნობილი ოჯახის შვილია და ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფება. მამამისი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ასევე პოპულარული პიროვნებაა.
ზურაბ ყიფშიძე არის ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებით ქართულ კინემატოგრაფიასა და თეატრში.
ის 1970-1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ კი მოსკოვში, სადაც 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვისა და მაკაროვას სახელოსნო). ზურაბ ყიფშიზდ მალევე გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის:
„როცა აყვავდა ნუში“ (1972)
„ამბავი სურამის ციხისა“ (1984)
„ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ (1987)
„ნეილონის ნაძვის ხე“ (1985)
„მარტოხელა მონადირე“ (1989)
2023 წლის 27 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის წინ, ზურაბ ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს, რაც მისი მრავალწლიანი შემოქმედების აღიარებაა.
რატომ ხვდება გიორგი ყიფშიძე პრესის გვერდებზე?
ახლა კი, ზურაბ ყიფშიძის შვილთან დაკავშირებული ამბების განხილვას დავუბრუნდეთ. გიორგი პოპულარული მსახიობია. ასე რომ, მისი პირადი ცხოვრება ბევრ ადამიანს აინტერესებს. საზოგადოებას აინტერესებს თუ ვინ არის “გიორგი ყიფშიძე ცოლი” და რა ხდება გიორგის ოჯახში.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყვითელი პრესის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია, რადგან მის გულახდილობას ხშირად აფასებენ, თუმცა, ბოლო დროს მან, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე.
მისი პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია, ადრე ის კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ჰყავს ქალიშვილი, ნატალია. კრისტისთან დაშორების შემდეგ გიორგი ანი ჩიკვილაძეზე დაქორწინდა.
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები მათი დაშორების შესახებ, თუმცა, ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანისა და გიორგის ვაჟი, სანდრო, ჰყავთ. მათი ოჯახური ცხოვრება 12 წლიანი თანაცხოვრების მერე დასრულდა.
გიორგი ყიფშიძე და მისი პირადი ცხოვრება კიდევ არა ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
წლების წინ, გიორგის ახალი რჩეულის ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმება ვერც ერთ მხარესთან მოხერხდა და ამბავი დიდხანს გაურკვეველი რჩებოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიორგიმ 24 წლის მსახიობ ენი გასიევაზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი “ზაზანოვაში” გადაიხადა.
სამწუხაროდ, გიორგი ყიფშიძის მესამე ქორწინებაც წარუმატებელი გამოდგა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა ერთმანეთს 2023 წელს დაშორდნენ.