გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ანალიზი მარტივი საქმე არ არის. მისი შემოქმების გაანალიზება, გრიგოლის ბიოგრაფიის სიღრმისეული შესწავლის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ლექსი “საღამო გამოსალმებისა” გრიგოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია, მაგრამ სანამ ამ ლექსის განხილვასა დავიწყებთ ჯერ მის ბიოგრაფიას უნდა გავეცნოთ.
გრიგოლ ორბელიანი იყო ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე. დაიბადა დიდგვაროვან ოჯახში; დედის მხრიდან ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა.
მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის უფროსი ასული, ელენე, ახალგაზრდობაში გრძნობით იყო დაკავშირებული თავად ზაქარია ანდრონიკაშვილთან, თუმცა მეფე ერეკლე ამ კავშირის წინააღმდეგი იყო.
1770 წელს, ელენე მამის ნების საწინააღმდეგოდ, მიათხოვეს იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის ძმას, არჩილს. ამ ქორწინებიდან წყვილს შეეძინა ვაჟი დავითი, რომელიც მომავალში იმერეთის მეფე სოლომონ II-ის სახელით გახდა ცნობილი, ასევე ორი ქალიშვილი — ბარბარე და მაია.
1775 წელს არჩილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ელენე თბილისში დაბრუნდა. 1785 წელს, მეფის თანხმობით, იგი დაქორწინდა რუსეთიდან დაბრუნებულ ზაქარია ანდრონიკაშვილზე. მათ 1786 წელს შეეძინათ ქალიშვილი ხორეშანი, რომელიც შემდეგ ზურაბ ორბელიანის მეუღლე და პოეტ გრიგოლ ორბელიანის დედა გახდა. ხორეშანის დედა მალევე გარდაიცვალა. ელენე მცხეთაში დაკრალეს მცხეთაში.
გრიგოლ ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და საარტილერიო სკოლაში.
1820-იან წლებში ორბელიანი შეუერთდა რუსეთის არმიას და მონაწილეობდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1832 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. შემდგომში განაგრძო სამხედრო კარიერა და 1860-1866 წლებში თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო. გრიგოლი მეფისნაცვლის მოვალეობას ასრულებდა 1859, 1861-1863 და 1865 წლებში ასრულებდა.
გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წელს თბილისში და დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში. მისი შემოქმედებამ და საზოგადოებრივი მოღვაწეობამ მნიშვნელოვან გავლენა მოახდინა ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაზე.
როგორ ვითარდებოდა ორბელიანის შემოქმება?
გრიგოლ ორბელიანი ქართული რომანტიზმის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამორჩეულია პატრიოტული თემატიკით, სადაც პოეტი ხოტბას ასხამს საქართველოს რაინდულ წარსულს და გამოხატავს თავის პოლიტიკურ მრწამსს, რაც განსაკუთრებულად ჩანს 1832 წლის შეთქმულების პერიოდში.
ეს პერიოდი განპირობებულია ორბელიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენებითა და განცდებით, რაც აისახება მის ნაწარმოებებში, როგორებიცაა: “ტოლუბაში” (სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), “მიბაძვა რილეევისა” (1831), “ჰე, ივერიავ” (1832), “მისი სახელი კიცხვითა” (1832), “იარალის” (1832) და “მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის”.
საღამო გამოსალმებისა და ნინო ჭავჭავაძე
გრიგოლ ორბელიანის ლექსი “საღამო გამოსალმებისა” გამოხატავს პოეტის სევდასა და ტკივილს საყვარელ ადამიანთან განშორების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსში კონკრეტული პიროვნება არ არის დასახელებული, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ “საღამო გამოსალმებისა” ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე გრიბოედოვის ქვრივს, ეძღვნება. ეს მოსაზრება ეფუძნება ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის ახლო ურთიერთობასა და პოეტის მიერ განცდილ ემოციებს, რომლებიც ლექსშია ასახული.
გრიგოლ ორბელიანის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიყვარულის თემას. პოეტი სიყვარულს უმაღლეს ადამიანურ გრძნობად მიიჩნევს და მის ლირიკაში სიყვარულის სულიერი მხარეა წამყვანი. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები უმეტესად ნინო ჭავჭავაძეს ეძღვნება, რომელთანაც პოეტს ძლიერი, მაგრამ უიმედო სიყვარული აკავშირებდა. ასევე, მის ლექსებში ასახულია გრძნობები სოფიო ორბელიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძისადმი.
როგორც პოეტი, ორბელიანი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პოეზია გამოირჩევა პატრიოტული მოტივებით და საქართველოს ისტორიული დიდებისადმი ნოსტალგიით.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ლირიულ-რომანტიკული პოემა “სადღეგრძელო”, რომელშიც აღწერს საქართველოს ისტორიულ გმირებსა და მეფეებს. ასევე აღსანიშნავია მისი ლექსი “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, სადაც გამოხატულია თამარ მეფის ხატის წინაშე განცდილი ემოციები.