ნინო სალუქვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი სპორტსმენი, რომლის კარიერა აღიარებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ის არის საყოველთაოდ ცნობილი მიზანში მსროლელი, რომელიც გამოირჩევა თავის მრავალრიცხოვანი მიღწევებით ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე.
ადრეული კარიერა და პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში
ნინო სალუქვაძე დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში. მისი სროლის ხელოვნებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც ის ამ სპორტში აქტიურად ჩაერთო მშობლების მხარდაჭერით.

1988 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი იყო, ნინომ დაიმსახურა ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებში სეულში, რაც გახდა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა.
ოლიმპიური მედლები
ნინო სალუქვაძე ოლიმპიადების ისტორიაში შევიდა. პატარა საქმე სულაც არ არის, 10-ჯერ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. როგორც აღვნიშნეთ, მისი კარიერის მთავარი მოვლენები მოიცავს 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებს, სადაც მან დაიმსახურა ოქროს მედალი 25 მეტრიდან პისტოლეტის სროლაში. მან ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტის სროლაში.
2008 წელს ოლიმპიადა პეკინში ჩატარდა. ამ ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ კვლავ შეძლო ოლიმპიური მედლის მოგება. მან პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს მედალი თვალნათლივ აჩვენებს, რომ სალუქვაძე ანგარიშგასაწევ ძალად დარჩა 20 წლის შემდეგაც კი.
კარიერის გამორჩეული მიღწევები
ნინო სალუქვაძე მრავალჯერ გახდა საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებული. მისი კარიერის ხანგრძლივობა და სტაბილურობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ნინო სალუქვაძე განსაკუთრებული ფიგურაა როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო სპორტში.
მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შესვლა ხშირად აფერხებს სპორტსმენების კარიერას, სალუქვაძის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ის არა მხოლოდ განაგრძობს მონაწილეობას მაღალ დონეზე, არამედ ასწავლის და ზრუნავს მომავალი თაობის სპორტსმენებზე. ის მაგალითს აძლებს ახალგაზრდა თაობის სპორტსმენებს, თუ როგორ უნდა დაძლიონ სხვადასხვა გამოწვევები.

საქართველოსთვის განსაკუთრებული ფიგურა
ნინო სალუქვაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე. მისი შედეგები და მიღწევები არა მხოლოდ პირადი წარმატებებია, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასაც განაპირობებს.
2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში, სალუქვაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი სპორტსმენისთვის მთავარ წინაღობას არ წარმოადგენს.
ის გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში 8-ჯერ მონაწილეობდა, ხოლო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ მაჩვენებელმა 9-მდე აიწია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში ასევე მონაწილეობდა მისი შვილი, ცოტნე მაჭავარიანი.
ნინო სალუქვაძე დიდი სპორტიდან 2020 წლის ოლიმპიადის მერეც არ წასულა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში. სალუქვაძემ ოლიმპიურ თამაშებში 55 წლის ასაკშიც კი იასპარეზა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმ გარემოებას რომ სპორტული კარიერა შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში.
ნინო სალუქვაძის მნიშვნელობა სპორტში
ნინო სალუქვაძე არის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც შეცვალა საქართველოს სპორტის ისტორია და მოახდინა გავლენა საერთაშორისო სპორტულ სამყაროზე.
მისი კარიერის შეფასება მარტო მოგებული მედლების რაოდენობით შეფასება მართებული არ იქნება. ნინომ ათასობით გულშემატკივარს გააცნო სპორტის ეს სახეობა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მიღწეევაა.
ახალგაზრდებმა უნდა მიბაძონ ნინო სალუქვაძეს, თუ მათ სურს ნინოსავით შეძლონ ბევრ შეჯიბრებებში გამარჯვება. ის სამაგალითო სპორტსმენად დარჩება არა მარტო სპორტულ მსროლელებს შორის, არამედ ზოგადად ყველა ოლიმპიური სპორტის სახეობების წარმომადგენლებისთვის.