პირველი მათემატიკის სასწავლო გეგმის არჩევა თქვენი საყვარელი ბავშვისთვის მარტივი საქმე არ არის. მე საათობით ვეძებდი ინტერნეტში, ვკითხულობდი მიმოხილვებს. მათემატიკის კურიკულუმების შედარება შრომატევადი საქმეა.

და ბოლოს, ზუსტად ვერ ვიტყვი რატომ, მაგრამ მე გადავწყვიტე Go Math-ის K დონის კურიკულუმის არჩევა.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ იყო ჩვენი პირველი მათემატიკა. მანამდე ვიყენებდი Spectrum Hands on Math-ს preK-სთვის, რაც ნამდვილად სახალისო იყო, და ჩვენ მას მაშინ ვაკეთებდით, როცა ჩემს შვილს მათემატიკური სავარჯიშოების გაკეთების განწყობა ჰქონდა. იმ დროს ის მხოლოდ 3 წლის იყო.

Spectrum უფრო დამატებას ჰგავდა, და K დონის სამუშაო წიგნი საერთოდ არ მომეწონა. საბოლოოდ შევარჩიე Go Math.

ფოსტით მივიღეთ 2 წიგნი, ჯამში 700-ზე მეტი გვერდი. თუმცა, უმეტესად ეს ძალიან მარტივი აღმოჩნდა ჩემი ბიჭისთვის. ის მხიარულად ასრულებდა გვერდს გვერდის შემდეგ. სინამდვილეში, იქ გვერდები არც ისე გადატვირთულია.

ასევე ვიყიდე IXL-ის Ultimate Math Workbook, რომელიც ძალიან მომეწონა. ჩვენ დავასრულეთ Go Math-ის 700-ზე მეტი გვერდი 2 თვეში და K დონე IXL-ით გავიმეორეთ. მინდოდა გამეგო თუ როგორ ერკვევა ჩემი შვილი ციფრებში და უმარტივეს მიმატება-გამოკლებაში. IXL-მა ეს საქმე ძალიან კარგად შეასრულა.

პირველი კლასისთვის რაღაც ახალი უნდა მეპოვა, რადგან  Go Math-ით აღფრთოვანებული არ დავრჩი. ვყოყმანობდი Singapore Math-სა და The Good and the Beautiful-ს შორის. Singapore-ს ძალიან ბევრი კარგი მიმოხილვა ჰქონდა, ის აღიარებული იყო, როგორც ძლიერი მათემატიკური პროგრამა, ამიტომ ebay-ზე ძებნის შემდეგ ვიყიდე Math in Focus-ის კომპლექტი პირველი კლასისთვის — ორი სასწავლო წიგნი და ორი სამუშაო წიგნი.

ჩემი შვილი მხოლოდ ოთხნახევარი წლის იყო, როდესაც დავიწყეთ. თავიდან ყველაფერი ძალიან მარტივად მიდიოდა. მაგრამ ზოგიერთი კონცეფციის გაგება გაუჭირდა. მას გამოკვეთილი  მათემატიკური ნიჭი აქვს, მაგრამ 4 წლის ბავშვის და 6-7 წლის ბავშვის გონებრივი განვითარების დონე საკმაოდ განსხვავებულია. აბსტრაქტული ფაქტებით მანიპულირების უნარი 6 წლის შემდეგ ჩნდება. მათემატიკის კურიკულემების შედარება დაგეხმარებათ თქვენი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტის პოვნაში.

რა არის Math in Focus?

Math in Focus არის მაღალი დონის სასწავლო პროგრამა. ის მართლაც ძალიან კარგია. ბევრ პრაქტიკულ დავალებას მოიცავს. ჩვენ არ გამოვიყენეთ დამატებითი წიგნები, მხოლოდ სასწავლო წიგნი და ზოგჯერ სამუშაო წიგნი. მეორე მხრივ, ზოგიერთი კონცეფცია ძალიან მარტივი იყო ჩემი შვილისთვის, ამიტომ ასეთ შემთხვევებში სამუშაო წიგნს ვტოვებდით, რადგან ეს მისთვის ძალიან მოსაწყენი ხდებოდა.

Math in Focus მართლაც ძალიან მაღალი დონის პროგრამაა. ზოგიერთი კონცეფცია, როგორიცაა მიმატება და გამოკლება გადაჯგუფებით, პირველ კლასში შედის, მაშინ როცა სხვა სასწავლო პროგრამებში, რომლებსაც მე გავეცანი, ეს მხოლოდ მეორე კლასში ისწავლება.

კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ IXL, რათა რამდენიმე კონცეფცია გაგვეხსენებინა. მაგრამ ახლა IXL უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე Math in Focus. ასე რომ, ჩვენ უკვე დავასრულეთ პირველი კლასის მათემატიკა და შემიძლია ვთქვა, რომ გადაჯგუფება იყო ერთადერთი რთული კონცეფცია ჩემი შვილისთვის.

უკვე მაქვს Math in Focus-ის მეორე კლასის კომპლექტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ახლა ჩემს შვილს ძალიან გაუჭირდება. ის ივნისში მხოლოდ 5 წლის ხდება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ცოტა შევანელებთ ტემპს, გადავიმეორებთ კონცეფციებს, მეტი პრაქტიკა და მხიარულება გვექნება, შემდეგ კი გადავალთ გამრავლებასა და გაყოფაზე, რომელზეც Math in Focus-ის მეორე კლასი არის ორიენტირებული. მათემატიკის კურიკულუმების შედარება მნიშვნელოვანია მთელი რიგის მიზეზების გამო.

რატომ არის მათემატიკის კურიკულუმების შედარება მნიშვნელოვანი?

ახლა ჩემი არჩევანი The Good and the Beautiful Math-ია. მათი სასწავლო პროგრამის ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება, ამიტომ ავირჩიე ეს. თავად დავბეჭდე და შევკარი. ეს სპირალური მიდგომაა, განსხვავებით Math in Focus-ისგან. და ეს, როგორც ჩანს, საკმაოდ მარტივია. კონცეფციები, რომლებიც ჩემს შვილს პირველ კლასში გაუჭირდა, აქ მეორე კლასშიაა წარმოდგენილი, ამიტომ კვლავ გადავიმეორებთ მათ.

Simply Good and Beautiful Math-ს ასევე ბევრი კრიტიკა შეხვდა. ძირითადად, რაც წავიკითხე — ზოგიერთ ბავშვზე სპირალური მიდგომა არ მუშაობს, სხვებს ეს ძალიან ფერადად ან ზედმეტად ფუჭად ეჩვენებათ. მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. ჩემი შვილი ძალიან მგრძნობიარეა ფერების მიმართ, ამიტომ ლამაზი წიგნი მას მოტივაციას აძლევს. მას ასევე მოსწონს ისტორიები. სხვები ამბობენ, რომ პროგრამა არაა საკმარისად რთული და არ შედის კონცეფციების სიღრმეში. ყურადღებით დავათვალიერე მე-2 დონის გაკვეთილები, და დიახ, Math in Focus-თან შედარებით, ის გაცილებით მარტივია, მაგრამ იქ ახსნა ძალიან დეტალური და მკაფიოა, როგორც ვხედავ.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩვენს მათემატიკურ მანიპულატივებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. Spectrum Hands on Math-ს ჰქონდა ბევრი ქაყალდის შემრიცხველი, ასე რომ დამატებითი მანიპულატივები საჭირო არ იყო. K დონისთვის მე დავჭერი კვადრატული ბლოკები, რაც ძალიან დაგვეხმარა დამატებისა და გამოკლების შესწავლაში.

ამ ეტაპზე შევიძინე ციფრული ბლოკები და აბაკი. ციფრულმა ბლოკები ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ აბაკი უფრო აბნევდა ჩემს შვილს, ვიდრე ეხმარებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ციფრული ბლოკებიც მოსაწყენი გახდა; იმის ნაცვლად, რომ მათემატიკური პრობლემის გადასაჭრელად გამომეყენებინა, უბრალოთ ალაგებდა ან რაღაცას აშენებდა. საუკეთესო მანიპულატივი ამ ეტაპზე არის 100-იანი ცხრილი, რომელიც Twinkl-იდან ამოვბეჭდეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, Simply Good and Beautiful Math-ის დასრულების შემდეგ, დავუბრუნდებით Singapore-ს, რომ გადავიმეოროთ და შემდეგ გადავიდეთ უფრო რთულ მასალაზე. ვფიქრობ, იმ დროისთვის მათემატიკაში მას უკეთესი საფუძველი ექნება.

რამდენიმე თვეში შევძლებ TGTB Math-ის შესახებ მიმოხილვის დაწერას. ჩვენ მას მხოლოდ მომავალ კვირაში ვიწყებთ. მათემატიკის კურიკულუმების შედარება მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.

მომავალში განვიხილავ ონლაინ Beast Academy-ზე გადასვლას.