რუდი გარსია ფრანგი ფეხბურთის მწვრთნელია, რომელიც ცნობილია თავისი ტაქტიკით და წარმატებული კარიერით საფეხბურთო სამყაროში. მას ბევრ გუნდში აქვს ნამუშევარი. 

ის ისეთი ცნობილი გუნდების თავკაცი იყო, როგორებიცაა ფრანგული “ლილი” და “მარსელი,” იტალიური “რომა” და საუდის არაბეთის „ალ-ნასრ“ — გუნდი, რომელშიც თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ. მისი ბოლო კლუბი იტალიური “ნაპოლი” იყო. ამ გუნდში კი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

რუდი გარსია და მისი ადრეული კარიერა

რუდი გარსია დაიბადა 1964 წლის 20 თებერვალს ნემურში, საფრანგეთში. მისი ოჯახი ფეხბურთის მოყვარული იყო, რაც მცირე ასაკიდანვე აძლევდა მოტივაციას, ამ სპორტისადმი სერიოზული მიდგომა ჰქონოდა. რუდის მამა, ხოსე გარსია, ესპანელი ემიგრანტი და ასევე ფეხბურთელი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა გარსიამ “ლილის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.

გარსიამ როგორც ფეხბურთელმა პოპულარობის მოპოვება ვერ შეძლო. სამაგიერდო, მისი სამწვრთნელო კარიერა გაცილებით წარმატებული გამოდგა. 

მწვრთნელობის დასაწყისი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუდი გარსია ცნობილი მწვრთნელი გახდა. 

პირველი ნაბიჯები მან ნაკლებად ცნობილ გუნდებში გადადგა, თუმცა მნიშვნელოვანი პოსტი 2001 წელს მიიღო, როდესაც “სენტ-ეტიენში” მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაიკავა. 

ამ ფრანგულ გუნდში მისი მოღვაწეობა წარმატებული ვერ გამოდგა. მომდევნო წლებში ის ისევ ნაკლებად ცნობილ გუნდებს წვრთნიდა.

გარდამტეხი მომენტი რუდის კარიერაში 2008 წელს მოხდა, როდესაც მან “ლილის” მთავარი მწვრთნელის პოსტი მიიღო. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი წარმატებების სერია. რუდის ხელმძღვანელობით “ლილიმ” 2010-2011 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოიგო, რაც დიდ წარმატებად იქცა. ამ პერიოდმა გარსია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია და მას საფეხბურთო ელიტის მწვრთნელთა შორის ადგილი მოუპოვა.

“ლილიში” მისი ტაქტიკური სქემების გამოყენებამ მას დიდი პოპულარობა მოუტანა, ხოლო მისი წარმატებები უფრო მასშტაბური გახდა, როდესაც ის “რომას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 

2013 წელს გარსიამ იტალიური “რომა” ჩაიბარა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით რიგი წარმატებები მოიპოვა. „რომამ“ 2013-2014 წლების სეზონში სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიდი მიღწევა იყო გარსიასთვის და გუნდისთვის. 

გარსიას საკმაოდ ბევრ გუნდში აქვს ნამუშევარი. ასე რომ, უკეთესი იქნება გარსიას ბოლო ორ გუნდზე ყურადღებას თუ გავამახვილებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ბოლო გუნდი “ნაპოლი” იყო.

რუდი გარსია და ნაპოლი

რუდი გარსია არა მარტო ევროპულ გუნდებს წვრთნიდა. ორიოდე წლის წინ, მან საუდის არაბეთის გუნდი „ალ-ნასრი“ ჩაიბარა. 

ეს გუნდი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ამ გუნდში კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა. 

რუდისთან მუშაობა კრიშტიანუ რონალდუსთვის ახალი გამოწვევა იყო, და გარსიამ სცადა, რომ რონალდუს გამოცდილება მაქსიმალურად გამოეყენებინა. სამწუხაროდ, მათი თანამშრომლობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. რუდი გარსია გუნდი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო გარსიას ბოლო გუნდია. აურელიო დე ლაურენტისმა ის გუნდის მწვრთნელად 2023 წლის ზაფხულში დანიშნა. 

ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელად მუშაობა მას დიდ ხანს არ მოუწია. დანიშვნიდან დაალოებით 5 თვეში რუდი გარსია გუნდიდან გაუშვეს. ამჟამად ის უგუნდოდ არის და თუ სად გააგრძელებს სამწვრთენელო კარიერას რთული სათქმელია.

საინტერესო ფაქტები რუდი გარსიას შესახებ

მამამისი ფეხბურთელი იყო: რუდი გარსიას მამა, ხოსე გარსია, ესპანელი ფეხბურთელი იყო, რომელიც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მამის პროფესიამ დიდი როლი შეასრულა რუდის კარიერულ არჩევანში. 

„ლილში“ დუბლის მოგება: 2010-2011 წლების სეზონში რუდი გარსიამ „ლილში“ მოახერხა როგორც საფრანგეთის ლიგა 1-ის, ასევე საფრანგეთის თასის მოგება. ეს იყო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი.

განსაკუთრებული ურთიერთობა მოთამაშეებთან: რუდი გარსია ცდილობს, მოთამაშეებთან ინდივიდუალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. მისი მიდგომა უფრო ჰუმანური და გუნდზე ორიენტირებულია, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარება.

„რომას“ რეკორდები: „რომას“ მთავარი მწვრთნელობის დროს გარსიამ სეზონის სტარტზე 10-მატჩიანი მოგებათა სერია მოიპოვა, რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისია.