საშიში ფილმები, ასევე ცნობილი როგორც საშინელებათა ჟანრი, არის კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრი, რომელიც განსხვავებულ ემოციებს გვთავაზობს – შიშს, დამცირებას, გაოცებას და, ხანდახან, დაუოკებელ ჟრუანტელს. საშიში ფილმები დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ უნიკალურ გამოცდილებებს, რაც მაყურებელს აძლევდა საშუალებას, თავი ფილმის პერსონაჟად წარმოედგინა.
საშიში ფილმები და მათი განვითარების გზა
ეს ჟანრი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს დასაბამს. 1920-იანი წლების გერმანული ექსპრესიონიზმის სკოლა, მაგალითად, ფილმ „ექიმ კალიგარის კაბინეტი,“ გამოირჩეოდა მისი ვიზუალური ეფექტებითა და იდუმალი ატმოსფეროთი. მოგვიანებით, 1930-იან წლებში ჰოლივუდი ქმნიდა კლასიკურ მონსტრებს, როგორებიც არიან დრაკულა, ფრანკენშტეინი და მუმია. ეს ფიგურები მოგვიანებით იქცნენ საშინელებათა ჟანრის სიმბოლოებად.
1950-60-იან წლებში ჟანრი კიდევ უფრო განვითარდა. 1960 წელს ალფრედ ჰიჩკოკის „ფსიქომ“ გაამყარა ფსიქოლოგიური საშინელებების ადგილი კინოში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმმა მაყურებლებლზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამ დროიდან დაიწყეს საშინელებათა ფილმების რეჟისორებმა ფსიქოლოგიური ეფექტების გათვალისწინება და მათი აქტიურად გამოყენება.
1970-80-იან წლებში საშინელებათა ფილმების ახალი ეტაპი დაიწყო. „ეგზორცისტი“ ( „ტეხასური ხერხის ხოცვა-ჟლეტა“ და „ჰელოუინი“ გახდა ახალი ტიპის საშინელებათა ფილმების სამაგალითო ნიმუშები, რომლებმაც ხაზი გაუსვა არა მარტო მონსტრებზე და ზებუნებრივ ძალებზე, არამედ ადამიანის სისასტიკესა და დაუნდობლობას. ამ ტიპის საშიში ფილმები განსაკუთრებით მძიმე ემოციური გამოცდილებით ხასიათდებიან და დღემდე იწვევს მაყურებლების გაოცებას.
როგორ გავარჩიოთ საშიში ფილმები?
საშინელებათა ფილმები ხშირად განიხილავენ თემებს, როგორიცაა სიკვდილი, გაურკვევლობა, ის რაც იდუმალითაა გარემოცული და რაც დაფარული რჩება ხოლმე. აქ ხშირად წარმოჩენილია იდუმალი ძალები, მონსტრები, დემონები და სხვა ზებუნებრივი სუბიექტები, რომელთაც ადამიანის ცხოვრება სურთ, მისი სული, ან უბრალოთ მისი განადგურება.
ამასთანავე, ამ ჟანრში ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე და ატმოსფერო: მუქი ფერები, უცნაური ხმაური, უჩვეულო განათება და მკვეთრი ჩრდილები ხშირად ემსახურება განცდის შექმნას, რომელიც მაყურებელს უცნაურ და მტრულ გარემოში ამყოფებს.
ზებუნებრივი საშინელებები
ზებუნებრივი საშინელებათა ფილმები დიდი ხნის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდნენ. „ეგზორცისტი“, „პოლტერგეისტი,“ და „ზარი“ წარმოსახავენ სამყაროს, სადაც დემონები, მოჩვენებები და სხვათა ზებუნებრივი არსებები არსებობენ. ამ ტიპის ფილმები იმით გამოირჩევიან, რომ ისინი წარმოადგენენ იმ იდუმალ ძალებს, რომლებიც ადამიანებს უძველესი დროიდან აშინებდნენ.
სლეშერები
საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქვეჟანრი სლეშერებია, სადაც ფიზიკური ძალადობა და სისხლისმღვრელი სცენები უმთავრეს როლს თამაშობს. ეს ფილმები განსაკუთრებით პოპულარული იყო 1980-იან წლებში, მაგალითად „ჰელოუინი“ და „პარასკევი 13“. სლეშერებში, როგორც წესი, არსებობს ბოროტმოქმედი, რომელიც დევნის და კლავს მსხვერპლებს, რაც ხშირად მაყურებელს სრესის ქვეშ ამყოფებს და აძლიერებს შიშის გრძნობას. სლეშერები საინტერესო იმითაა, რომ ისინი ადამიანურ სისასტიკეს და აგრესიას განიხილავენ, ხშირად მასთან დაკავშირებული მორალური საკითხების გათვალისწინებით.
ფსიქოლოგიური საშინელებები
ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმები შიშის მიტანის ინოვაციურ გზებს იყენებს. ამ ტიპის ფილმები ხშირად არ იყენებენ სისხლისღვრასა და ფიზიკურ ძალადობას, არამედ აძლიერებენ ემოციებს დამუშავებული სიუჟეტითა და ფსიქოლოგიური სიმძიმით, მაყურებლების გრძნობებზე მუშაობენ.
საშიში ფილმები და ამ ჟანრის პერსპექტივები
საშიში ფილმები თანდათან ემოციურად უფრო რთულ საკითხების ჩვენებაზე გადავიდნენ. თანამედროვე რეჟისორები ხშირად ეხმიანებიან სოციალურ საკითხებს. მაგალითად, რასობრივი და სოციალური დაპირისპირების საკითხებს. ჯორდან პილის ფილმები „წადი!“ და „ჩვენ“ კარგად წარმოაჩენენ ასეთ პრობლემებს.
ასევე, საშინელებათა ფილმები ხშირად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა, რაც მაყურებელს ეხმარენა კიდევ უფრო შეიგრძნოს ესა თუ ის მომენტი. ამგვარ ფილმებში ჩნდება ფიქრები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიებისა ან პიროვნული მონაცემების გამოყენება ადამიანების გასაკონტროლებლად.
დასკვნა
საშიში ფილმები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია კინოში. მათი შინაარსის მრავალფეროვნება, თემატიკა და ვიზუალური ეფექტები მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ. პირველი საშიში ფილმის გამოსვლიდან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ეს ჟანრი კლვავაც დიდი პოპულარობით სარებლობს. ეს ჟანრი უამრავ ადამიანს ართობს და აშინებს, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.