ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა მსოფლიოს გარშემო. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია საქართველოშიც. ქართული ფეხბურთი იყო და რჩება ქართველი გულშემატკივრის მთავარი საფიქრალი და სადარდებელი.

ქართული ფეხბურთი საუკუნეზე მეტია, რაც აქტიურად ვითარდება და დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ სფეროს.

ერთ-ერთი პირველი რაც ქართველ და არამარტო ქართველ გულშემატკივრებს ქართული ფეხბურთის შესახებ ახსენდებათ, ეს არის დინამო თბილისი. რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტია ვიდრე მარტო დინამო თბილისი, მაგრამ დინამოს ქართულის ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებილი ადგილი უჭირავს.

დინამო თბილისი და ქართული ფეხბურთი

1920-იან წლებში ქართული ფეხბურთი უკვე მნიშვნელოვანი სპორტული დისციპლინა იყო და მრავალი ადგილობრივი ტურნირი იმართებოდა. 1925 წელს კი დაარსდა თბილისის “დინამო”, რომელიც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ეს გუნდი იყო არა მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული, არამედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.

დინამოს წარმატება გაგრძელდა 1970-იან და 1980-იან წლებში, როდესაც გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და 1981 წელს მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი, რაც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.

ამ პერიოდში “დინამო” გახდა ქართული ფეხბურთის ბრენდად აღიარებული გუნდი და ბევრი ცნობილი ქართველმა ფეხბურთელმა დინამოში თამაშით სახელი გაითქვა.

მოგებული ტიტულები

დინამო თბილისს აქვს მრავალი ტიტული და ჯილდო, რომლებიც მას გამორჩეულ ადგილს ანიჭებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფეხბურთში. ყველაზე დიდი მიღწევაა 1981 წელს, როდესაც დინამო თბილისმა მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი. ეს წარმატება დინამოს გაუთანაბრა ევროპულ გრანდებს და ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში, დინამომ მრავალი წელია იკავებდა მოწინავე ადგილებს. კლუბმა 1964 წელს პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გამარჯვება. გუნდმა ასევე მოიგო 1978 წლის ჩემპიონატი. თბილისის დინამომ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი 1976 და 1979 წლებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, დინამო თბილისი გახდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. 1990-იანი წლების ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, კლუბმა შეძლო გააგრძელოს წარმატებული მოღვაწეობა და არაერთი ტიტული მოიგო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე.

დინამო თბილისი რჩება ქართულ ფეხბურთის უდიდეს ძალად. გუნდმა ბევჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. დინამო ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირების შესარჩევ მატჩებში.

ცნობილი დინამოელები

დინამო თბილისმა მრავალი ცნობილი ფეხბურთელი აღზარდა, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ასპარეზობდნენ. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო დავით ყიფიანის, ალექსანდრე ჩივაძის, ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას ხსენებაც კი სრულიად საკმარისია. მათ ქართული ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

დამოუკიდებლობის შემდეგ: ქართული ფეხბურთის ახალი ეტაპი

საქართველოს ეროვნული ნაკრებიც არ დავივიწყოთ.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართული ფეხბურთი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. 1990-იანი წლების ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გავლენას ახდენდა ქვეყნის სპორტულ სფეროზეც, რაც აისახა ქართული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების წარმატებებზე.

მიუხედავად სირთულეებისა, ქართული ფეხბურთი მაინც აგრძელებდა განვითარებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩამოყალიბდა 1990 წელს და მალევე გაწევრიანდა ფიფასა და უეფაში. 1994 წელს საქართველო გახდა ფიფას სრულუფლებიანი წევრი. შედეგად ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

დღესდღეობით ქართული ფეხბურთი ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლაა. ნაკრები ამ ჩემპიონატზე კარგად გამოვიდა, რადგანაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეძლო.

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წარმატებით გამოდის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნლ ერთა ლიგაზე. თავდაპირველად ეროვნულმა ნაკრები D დივიზიონში გამოდიოდა, მაგრამ კარგი შედეგების წყალობით ჯერ C დივიზიონში, მერე კი B დივიზიონში გადავიდა. ამჟამად ეროვნული ნაკრები B დივიზიონში გამოდის და შანსი აქვს A დივიზიონში გადავიდეს, რაც დიდი გამარჯვება იქნება.